Harmonic Binary Options Strategy - სავაჭრო ბაზრის სიგნალები
Title
ჰარმონიული ბინარული ოფციონების სტრატეგია
ელემენტ(ებ)ი
  • ჰარმონიული ნიმუში
  • სანთლის ნიმუში

Call/Ladder/No-Touch სიგნალი

ჰარმონიული ნიმუში, რომელიც ფორმირებულ იქნა დაღმავალი ტრენდის ბოლოში, პოტენციურ რევერსიულ არესთან (PRZ) ერთად ახდენს წვერისკენ მიმართული რევერსიული წერტილის იდენტიფიცირებას, შესაბამისად გენერირდება Call სიგნალი.

მძლავრი რევერსიული ხარისებრი სანთლის ნიმუში განვითარდა იმ მიზნით, რომ დაედასტურებინა აღმავალი ტრენდი.

აღნიშნული სანთლის ნიმუში განსაზღვრავს Call სიგნალის შესვლის ფასს. თუ ფასი მიაღწევს შესვლის ფასს, აღნიშნული სიგნალი გააქტიურდება.

იმ შემთხევაში თუ ტრეიდერებს არ შეუძლიათ Call ორდერის არსებულ ხელშეკრულებაში განთავსება, როდესაც ფასი მიაღწევს შესვლის ფასს, აღნიშნული Call სიგნალი ძალას დაკარგავს.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ფასი გადაკვეთს შესვლის ფასს თუ ის გადაინაცვლებს ფსკერისკენ და შესვლის ფასზე ნაკლები გახდება, მანამ სანამ Call ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, აღნიშნული Call სიგნალი ნამდვილობასა და სანდოობას ინარჩუნებს.

რაც შეეხება Ladder ხელშეკრულებას, აღნიშნული სიგნალი პროგნოზირებს შესაძლო უფრო მაღალ დონეებს (სამიზნე ფასები), რომელთაც შესაძლოა შეეხოს საბაზრო ფასები და ფასი რჩება მოცემულ დონეებზე მაღლა ვადის ამოწურვის დროისათვის.

თითოეულ სამიზნე ფასს აქვს საკუთარი ვადის ამოწურვის პერიოდი ან Payout პროცენტული შეფარდება.

რაც შეეხება No-Touch ხელშეკრულებას, გენერირებული სიგნალი პროგნოზირებს, რომ ფასმა შესაძლოა იმერყეოს განსაზღვრულ რაოდენობაზე დაბლა (სამიზნე ფასი) ვადის ამოწურვამდე მოცემულ ოდენობასთან შეხების გარეშე.

  • შესვლის ფასი: ბოლო სანთლის მაღალი ფასი
  • სამიზნე ფასი: შესვლის ფასზე მაღლა არსებული ბოლო სანთლის სიგრძე

Put/Ladder/No-Touch სიგნალი

ჰარმონიული ნიმუში, რომელიც ფორმირებულ იქნა აღმავალი ტრენდის ბოლოში, პოტენციურ რევერსიულ არსეთან (PRZ) ერთად ახდენს ფსკერისაკენ მიმართული რევერსიული წერტილის იდენტიფიცირებას, შესაბამისად გენერირდება Put სიგნალი.

მძლავრი რევერსიული დათვისებრი სანთლის ნიმუში განვითარდა იმ მიზნით, რომ დაედასტურებინა დაღმავალი ტრენდი.

აღნიშნული სანთლის ნიმუში განსაზღვრავს Put სიგნალის შესვლის ფასს.თუ ფასი მიაღწევს შესვლის ფასს, აღნიშნული სიგნალი გააქტიურდება.

იმ შემთხევაში თუ ტრეიდერებს არ შეუძლიათ Put ორდერის არსებულ ხელშეკრულებაში განთავსება, როდესაც ფასი მიაღწევს შესვლის ფასს, აღნიშნული Put სიგნალი ძალას დაკარგავს.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ფასი გადაკვეთს შესვლის ფასს თუ ის გადაინაცვლებს წვერისკენ და შესვლის ფასზე მეტი გახდება, მანამ სანამ Put ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, აღნიშნული Put სიგნალი ნამდვილობასა და სანდოობას ინარჩუნებს.

რაც შეეხება Ladder ხელშეკრულებას, აღნიშნული სიგნალი პროგნოზირებს შესაძლო უფრო დაბალ დონეებს (სამიზნე ფასები), რომელთაც შესაძლოა შეეხოს საბაზრო ფასები და ფასი რჩება მოცემულ დონეებზე დაბლა ვადის ამოწურვის დროისათვის.

თითოეულ სამიზნე ფასს აქვს საკუთარი ვადის ამოწურვის პერიოდი ან Payout პროცენტული შეფარდება.

რაც შეეხება No-Touch ხელშეკრულებას, გენერირებული სიგნალი პროგნოზირებს, რომ ფასმა შესაძლოა იმერყეოს განსაზღვრულ რაოდენობაზე მაღლა (სამიზნე ფასი) ვადის ამოწურვამდე მოცემულ ოდენობასთან შეხების გარეშე.

  • შესვლის ფასი: ბოლო სანთლის დაბალი ფასი
  • სამიზნე ფასი: შესვლის ფასზე დაბლა არსებული ბოლო სანთლის სიგრძე

ჰარმონიული ბინარული ოფცციონების სტრატეგია

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates