Tweezer Bottom and Top Strategy-ბინარული ოფციონის სავაჭრო სიგნალი
Title
ორმაგი ფსკერის და წვერის სტრატეგია ბინარული ოფციონის ბაზარზე
ელემენტ(ებ)ი
  • ორმაგი წვერის/ფსკერის ნიმუში

Call/Higher/Touch სიგნალი

დაღმავალ ტრენდზე, ფასი მოძრაობდა წვერიდან ფსკერისკენ და ჩამოაყალიბა ველი, სადაც  ხარისებრი ჩაქუჩის სანთელი განვითარდა.

შემდეგი ჩაქუჩის სანთელი 1-ლი ხარისებრი ჩაქუჩის სანთლის შემდეგ გამოჩნდა, რათა მოცემულ ველზე პინცეტის ფსკერის ნიმუში განევითარებინა.

აღნიშნული პინცეტის ფსკერის ნიმუში ახდენს Call სიგნალის იდენტიფიცირებას, რომელიც მას შემდეგ გააქტიურდება რაც ფასი შესვლის ფასს მიაღწევს.

თუ ფასი მიაღწევს შესვლის ფასს, აღნიშნული სიგნალი გააქტიურდება.

იმ შემთხევაში თუ ტრეიდერებს არ შეუძლიათ Call ორდერის არსებულ ხელშეკრულებაში განთავსება, როდესაც ფასი მიაღწევს შესვლის ფასს, აღნიშნული Call სიგნალი ძალას დაკარგავს.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ფასი გადაკვეთს შესვლის ფასს თუ ის გადაინაცვლებს ფსკერისკენ და შესვლის ფასზე ნაკლები გახდება, მანამ სანამ Call ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, აღნიშნული Call სიგნალი ნამდვილობასა და სანდოობას ინარჩუნებს.

რაც შეეხება Higher ხელშეკრულებას, აღნიშნული სიგნალი პროგნოზირებს, რომ ფასმა შესაძლოა აიწიოს განსაზღვრულ ოდენობაზე მაღლა (სამიზნე ფასი) და დარჩეს სამიზნე ფასზე მაღლა ვადის ამოწურვამდე.

რაც შეეხება Touch ხელშეკრულებას, გენერირებული სიგნალი პროგნოზირებს რომ ფასმა შესაძლოა მიაღწიოს განსაზღვრულ ოდენობას (სამიზნე ფასი) ვადის ამოწურვამდე.

  • შესვლის ფასი: ბოლო სანთლის მაღალი ფასი
  • სამიზნე ფასი: შესვლის ფასს ზემოთ არსებული ბოლო სანთლის სიგრძე

Put/Lower/Touch სიგნალი

აღმავალ ტრენდზე, ფასმა გადაინაცვლა ფსკერიდან წვერისკენ და ფორმირებულ იქნა პიკი, სადაც დათვისებრი ჩაქუჩის სანთელი განვითარდა.

1-ლი დათვისებრი ჩაქუჩის სანთლის შემდეგ, კიდევ ერთი ჩაქუჩის სანთლის ნიმუში გამოჩნდა, რათა პიკზე პინცეტის წვერის ნიმუში განევითარებინა.

აღნიშნული პინცეტის წვერის ნიმუში ახდენს Put სიგნალის იდენტიფიცირებას, რომელიც მას შემდეგ გააქტიურდება, რაც ფასი შესვლის ფასს შეეხება.

თუ ფასი მიაღწევს შესვლის ფასს, აღნიშნული Put სიგნალი გააქტიურდება.

იმ შემთხვევაში თუ ტრეიდერებს არ შეუძლიათ მოცემული Put ორდერის არსებულ ხელშეკრულებაში განთავსება მას შემდეგ რაც ფასი გადაკვეთს შესვლის ფასს, აღნიშნული Put სიგნალი ძალას კარგავს.

განსაკურებულ შემთხვევაში, მას შემდეგ რაც ფასი გადაკვეთს შესვლის ფასს, თუკი ის განაგრძობს სვლას წვერისკენ და განაგრძობს სვლას შესვლის ფასზე მაღლა, მანამ სანამ Put ხელშეკრულება ძალას დაკარგავს, აღნიშნული Put სიგნალი ინარჩუნებს ნამდვილობასა და სანდოობას.

რაც შეეხება Lower ხელშეკრულებას, აღნიშნული სიგნალი პროგნოზირებს, რომ ფასმა შესაძლოა დაიწიოს განსაზღვრულ ოდენობაზე დაბლა (სამიზნე ფასი) და დარჩეს სამიზნე ფასზე დაბლა ვადის ამოწურვამდე.

რაც შეეხება Touch ხელშეკრულებას, გენერირებული სიგნალი პროგნოზირებს რომ ფასმა შესაძლოა მიაღწიოს განსაზღვრულ ოდენობას (სამიზნე ფასი) ვადის ამოწურვამდე.

  • შესვლის ფასი: ბოლო სანთლის დაბალი ფასი
  • სამიზნე ფასი: შესვლის ფასს ქვემოთ არსებული ბოლო სანთლის სიგრძე

პინცეტის მწვერვალის და ფსკერის სტრატეგია

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates