ინდიკატორის Aroon-ის გამოყენება-აღმავალი, დაღმავალი ტრენდი

ინდიკატორის Aroon-ის გამოყენება

2019-01-24 17:23:25

დრო-ფულია. Aroon ინდიკატორის შემთხვევაში ეს გამოთქმა განსაკუთრებით ამართლებს. ტექნიკური ანალიზის ეს ინსტრუმენტი განსაზღვრავს დროს, როდესაც ფასი აღწევს უმაღლეს/უმცირეს წერტილს დროის გარკვეულ მონაკვეთში და ასახავს მას როგორც საერთო დროის პროცენტულ მაჩვენებელს.

Aroon ეხმარება ტრეიდერებს ტრენდის შემობრუნების შესაძლო წერტილების იდენტიფიცირებაში. ინდიკატორი შედგება ორი ხაზისგან- ნარინჯისფერი ხაზი Up («ზევით»), რომელზეც გამოისახება მაღალი ფასის დღეების რაოდენობა და ცისფერი ხაზი Down (დაბლა), რომელიც გამოსახავს დაბალი ფასის დღეების რაოდენობას.

ინდიკატორის Aroon-ის გამოყენება

რაც უფრო მაღლაა Up ხაზი (და დაბლაა Down) ხაზი, მით უფრო ძლიერია დადებითი ტრენდი. რაც უფრო მაღლაა Down ხაზი (და დაბლაა Up ხაზი), მით უფრო ძლიერია უარყოფითი ტრენდი. ინდიკატორის პრინციპი შემდეგია: ნებისმიერი მოცემული აქტივის ფასი დაიხურება მაღალი მაჩვენებლით აღმავალ ტრენდზე, და დაბალი მაჩვენებლით დაღმავალ ტრენდზე. ამით ინდიკატორი ჰგავს მოძრაობის მიმართულების ინდექსს, რომელიც ასევე ტრენდის სიძლიერეს ზომავს.

ინდიკატორის Aroon-ის გამოყენება

რადგანაც ინდიკატორი ორი ხაზისგან შედგება, მისი სიგნალები საკმაოდ მარტივი გამოსაცნობია. როდესაც ნარინჯისფერი ხაზი კვეთს ცისფერ ხაზს და მაღლა მიემართება, მოსალოდნელია ტრენდის აღმავალი მოძრაობა. როდესაც ცისფერი ხაზი კვეთს ნარინჯისფერს და მაღლა მიემართება, მოსალოდნელია ტრენდის დაღმავალი მოძრაობა. სხვა სიტყვებით, ორი ხაზის ესა თუ ის გადაკვეთა ტრენდის შესაძლო შემობრუნებაზე მიუთითებს. როდესაც ორივე ხაზის მაჩვენებელი ნულია, ეს ბაზრის სისუსტეზე მიუთითებს.

შემოუერთდით PForex-ის ჯგუფს და გამოიყენეთ წარმოდგენილი სერვისები; PForex-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს ბროკერებზე, მათ აქციებს, ბონუსებს, შემოთავაზებებს, სავაჭრო სიგნალებს, ტექნიკურ ანალიზს ყველა ძირითად სავაჭრო აქტივებზე.

Start Date
End Date

თეგები

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates