სავალუტო წყვილების ყიდვა და გაყიდვა-ძირითადი ინდიკატორები

სავალუტო წყვილების ყიდვა და გაყიდვა

2019-01-24 16:50:14

რა არის ფორექსის ბაზრის ძირითადი ფაქტორები? ეროვნული ვალუტა, როგორც ვიცით ასახავს ქვეყნის ეკონომიკას. მნიშვნელოვანი მოვლენები, სიახლეები და ანგარიში დიდ როლს თამაშობს ვალუტის კურსის განსაზღვრაში. მაგალითად, რაც უფრო უკეთესია შეერთებული შტატების ეკონომიკა, მით უფრო ძვირი იქნება დოლარი. თუმცა ძირითადი ეკონომიკური მოვლენები დამოკიდებულია იმ ვალუტებზე, რომლითაც აპირებთ ვაჭრობას.

თითოეული ქვეყნის ეკონომიკაზე დაყრდნობით ტრეიდერებს შეუძლიათ შეაფასონ, იყიდონ და გაყიდონ შესაბამისი ვალუტა. არსებობს რამდენიმე ძირითადი ინდიკატორი, ქვეყნის ეკონომიკის შესაფასებლად: მშპს ზრდის ტემპი, საპროცენტო განაკვეთი, უმუშევრობა და ა.შ. ეს ყველაფერი მოქმედებს გაცვლით კურსზე სხვადასხვა ხარისხით.

სავალუტო წყვილების ყიდვა და გაყიდვა

მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ძლიერი ეკონომიკა ყოველთვის არ ნიშნავს ძლიერ ვალუტას. ქვეყნების უმრავლესობა ვალუტის კურსით საქონლის ფასის შესამცირებლად და ექსპორტის გასაზრდელად მანიპულირებს.

უმსხვილესი ეკონომიკური მოვლენების შემდეგაც სავალუტო წყვილები იშვიათად განიცდიან სერიოზულ ცვლილებებს. დიდი მოგების მისაღებად ტრეიდერი მულტიპლიკატორს იყენებს. მისი მეშვეობით ტრეიდერი აკონტროლებს პოზიციებს, რომელიც აჭარბებს მის განკარგულებაში მყოფ თანხის რაოდენობას. მაგალითად, 100$ პოზიციის გახსნისას და x5 გამოყენებისას, თქვენი პოტენციური მოგება (როგორც დანაკარგი) გამოითვლება, ისე თითქოს თქვენ განახორციელეთ 500% ინვესტიცია.

სავალუტო წყვილების ყიდვა და გაყიდვა

რადგანაც თქვენ მუშაობთ ფორექსის ბაზარზე და ვაჭრობთ სავალუტო წყვილებით, უნდა გახსოვდეთ რომ ამა თუ იმ ქვეყნის მოვლენებმა დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ვალუტის კურსზე.

PForex გთავაზობთ საიმედო სასწავლო მასალებს სხვადასხვა კატეგორიის და კურსის მიხედვით, რომელშიც შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტური და ვიდეო ფორმატი თქვენი სურვილის შესაბამისად. ჩვენთან დაკავშირება შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის, Viber, Telegram, IMO, SKYPE, Facebook-ის მეშვეობით.

Start Date
End Date

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates