ნავთობის მიწოდების შემცირების ხელშეკრულება
  • thumbail

ნავთობის მიწოდების შემცირების ხელშეკრულება

2018-04-12 10:51:26

ოპეკისა და დამოუკიდებელი ნავთობის მწარმოებლების უმრავლესობა მიწოდების შემცირების მიმდინარე გარიგებაში იღებს მონაწილეობას, განაცხადა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრმა ხუთშაბათს.

ნავთობპროდუქტების ექსპორტიორ ქვეყნებმა(ოპეკი), რუსეთმა და სხვა რამდენიმე მწარმოებელმა ქვეყნებმა, რომლებიც არ არიან ოპეკის პარტნიორები, დაიწყეს მიწოდების შემცირება 2017 წლის იანვარში ნედლი ნავთობის გლობალური სიჭარბის აღმოფხვრის მიზნით.

ოპეკმა და მისმა პარტნიორებმა, საერთო ჯამში 24 ქვეყანამ, გარიგება გააგრძელა 2018 წლის ბოლომდე და ისინი ასევე განიხილავენ შეთანხმებას ალიანსის გაგრძელების შესახებ წლების ან თუნდაც ათწლეულების განმავლობაში.

„ვფიქრობ თვითონ იდეა ქვეყნების უმრავლესობას მაინც მოსწონს“,- განაცხადა სუჰაილ ალ-მაზრუიმ საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმზე.

„საბოლოო მიზანია რომ ამ ჯგუფმა უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმუშაოს ერთად“.

მოლაპარაკებების დროს შეიქმნა პერსპექტივა იმისა, რომ მწარმოებლებს შეუძლიათ ისე იმოქმედონ, რომ მხარი დაუჭირონ ნავთობის ფასს მიწოდების შემცირების სახით, ან შეამსუბუქოს ის- შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

მაზრუიმ ასევე განაცხადა, რომ ოთხშაბათს მწარმოებლები ცდილობდნენ შეემუშავებინათ შეთანხმების დეტალები და მიუთითეს რომ შესაძლოა გარიგება არ შეიცავდეს ნავთობის წარმოების შემცირების ან გაზრდის პირობას.

მინისტრის განცხადებით ალიანსის მიზანია პროგრესის მიღწევა ინფორმაციის გაცვლასა და ნდობის გამყარებაში.

„მიზანი მდგომარეობს, რომ პასუხისმგებელი მწარმოებლების ჯგუფმა ერთად ბაზარი“,-განაცხადა მან. “ვფიქრობ ნდობის დონე ჩვენს შორის საგრძნობლად გაიზარდა. მოვუწოდებთ ერთმანეთს პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებაში“.

თეგები

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates