ოქროს ფასის ზრდა, Fed-ის სხდომის პროტოკოლი
  • thumbail

ოქროს ფასის ზრდა, Fed-ის სხდომის პროტოკოლი

2018-04-12 07:01:47

ოქროს ფასი ოთხშაბათს გაიზარდა, რადგანაც დოლარის ინდექსი მერყეობდა ორკვირიან მინიმუმთან ახლოს, აშშ ინფლაციის მონაცემების და ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომის პროტოკოლის მოლოდინის ფონზე.

ოქროს სპოტი გაიზარდა კვირის მაქსიმუმამდე და შეადგინა 1 342, 64 დოლარი ერთ უნციაზე. აშშს ოქროს ფიუჩერსი უცვლელი რჩება და შეადგენს 1,346 დოლარს ერთ უნციაზე.

დოლარის ინდექსი რომელიც განსაზღვრავს დოლარს სხვა ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებაში, ინარჩუნებს სტაბილურობას და შეადგენს 89, 567.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამშაბათს ქვეყნის ეკონომიკის გახსნის და იმპორტის ტარიფის შემცირების პირობა დადო , რაც განიხილება როგორც სავაჭრო დავის შემსუბუქების მცდელობა შეერთებულ შტატებთან.

აშშ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა სი ძინპინის პირობას გახსნას ჩინეთის ეკონომიკა, და თავდაჯერებულობა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა „დიდ პროგრესს მიაღწევს ერთად“.

აშშს მწარმოებლების ფასი მარტში მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა, რაც განპირობებულია ჯანდაცვისა და სურსათის ფასების ზრდით, და მიუთითებს ინფლაციის ზეგავლენაზე.

აშშს ეკონომიკა გაიზარდა 0,2 პროცენტით წლიური განაკვეთის პირველ კვარტალში, პარასკევს მარტის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

თეგები

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates