შეძლებს თუ არა ჩინეთი ალუმინის დეფიციტის შევსებას
  • thumbail
  • thumbail

შეძლებს თუ არა ჩინეთი ალუმინის დეფიციტის შევსებას

2018-04-12 13:44:13

ალუმინის წამყვანმა მწარმოებელმა ჩინეთმა, შესაძლოა შეავსოს გლობალური მიწოდების დეფიციტი მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ალუმინის მწარმოებელ გიგანტ კომპანია Rusal-ს სანქციები დაუწესა.

ექსპერტების თქმით გაურკვევლობამ ტარიფებთან დაკავშირებით შეიძლება შეერთებულ შტატებში მიწოდება შეაფერხოს, ამიტომაც ალუმინის მომხმარებლებმა სხვა გზები უნდა ეძებონ.

საერთაშორისო ფასები, რომელიც 10 პროცენტით გაიზარდა შეერთებული შტატების მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, კიდე უფრო გაზრდის ჩინეთის ექსპორტს, რომლის ლითონიც გარკვეული ტარიფების წინაშე დგება.

„ჩინეთი-ერთადერთი ადგილია, რომელსაც აქვს ჭარბი მასალა, ამიტომაც საჭიროა მასალის შეერთებულ შტატებში გადანაწილება“,- აცხადებს რობინ ბხარი, ლითონების კვლევის ხელმძღვანელი Societe Generale-ში.

ტარიფებისგან განთავისუფლებული ქვეყნების კანადის და ავსტრალიის ლითონები, უკვე მიედინება შეერთებულ შტატებში, სადაც ფასებმა საგრძნობლად იმატა, ხოლო მასალა ახლო აღმოსავლეთიდან და ინდოეთიდან იმკვიდრებს მის ადგილს აცხადებენ ტრეიდერები.

ზოგიერთი ანალიტიკოსის და ტრეიდერის მოლოდინით Rusal-ის მასალა ჩინეთში და აზიის სხვადასხვა ნაწილში გადავა, მაშინ როდესაც ჩინეთი აწარმოებს საკუთარ მასალის ექსპორტს, რათა აღადგინოს დეფიციტი შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ.

რუსეთის ალუმინის გარკვეული მოცულობა შეილება აღმოჩნდეს ჩინეთში განაცხადა ჩინეთის ფერადი ლითონის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვენ სიანცზიუნმა, მაგრამ მან უარყო ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება სანქციებმა შეიძლება ახალი შესაძლებლობები წარმოქმნას ჩინეთის ალუმინისთვის, რომელიც შეერთებულ შტატებში იქნება ექსპორტირებული.

„იმპორტის ტარიფები ჩინეთის ალუმინის პროდუქტებზე, რომელიც შეერთებულ შტატებს მიეწოდება მაღალია... ხოლო პროდუქტის სახეობა განსხვავდება სხვებისგან“,-განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა ჩინეთის ძირითად პროდუქტებზე ორმაგი ტარიფები დააწესა.

 

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates