დოლარის კურსი ვარდნას განაგრძობს-ვალუტის კურსი დღეს
  • thumbail

დოლარის კურსი ვარდნას განაგრძობს

2018-04-17 11:58:20

სირიაში მიმდინარე მოვლენებმა ბაზარზე დიდი გავლენა მოახდინა, შედეგად ორშაბათს დოლარის ფასი დავარდა.

შეერთებული შტატები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გაერთიანდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად სირიაში 7 აპრილს მომწამვლელი გაზის გამოყენების გამო.

იმის გათვალისწინებით, რომ სამხედრო მოქმედებები არ გაგრძელებულა ტრამპმა განაცხადა, რომ „მისია შესრულებულია“. ამასთან ჯერ კიდევ მოსალოდნელია საპასუხო რეაქცია რუსეთის მხრიდან ვაშინგტონის მიერ ეკონომიკური სანქციების დაწესების გამო.

დოლარის ინდექსი სხვა ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებაში 0,05 პროცენტით შემცირდა 89,741 დოლარამდე.

მოკლევადიანი აღმასვლის შემდეგ (107.610) დოლარი იენთან მიმართებაში 0,1 პროცენტით შემცირდა და შეადგინა 107.245 იენი.

„ვალუტის რეაქცია შეზღუდული იყო, რადგანაც პრეზიდენტმა ტრამპმა წინასწარ გაითვალისწინა სირიაზე შესაძლო იერიში და ამით ტრეიდერებს დრო მისცა მზად ყოფილიყვნენ შემდეგი მოვლენებისთვის“,- განაცხადა იუკიო იშიზუკიმ Daiwa Securities-ის ანალიტიკოსმა.

„სპეკულიანტების უმეტესობა ბოლო დროს ნაკლებად რეაგირებს იენის ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებზე მას შემდეგ რაც იაპონიის ბანკის განმარტებით ის არ აპირებს პოლიტიკის ნორმალიზებას უახლოეს მომავალში".

„ტექნიკურად რომ ვთქვათ დოლარმა გადალახა წინააღმდეგობები იენთან მიმართებაში. მაგრამ პოტენციური პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, აღმასვლამ მხოლოდ 108,44 იენს შეიძლება მიაღწიოს“- განაცხადა მაკოტო ნოდჟიმ, Nikko SMBC Securities-ის მთავარმა სტრატეგმა.

პარასკევს ფუნტმა სამთვიან მაქსიმუმამდე მიაღწია და 1.4296$ შეადგინა ხოლო ორშაბათს  $ 1.4261 GBP შეადგენს.

ავსტრალიურმა დოლარმა 0,05 პროცენტი მოიმატა და შეადგინა 0,77773 AUD, ხოლო ახალი ზელანდიის დოლარმა 0,7354 NZD შეადგინა.

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates