სერვისები - Georgian

შპს Pforex საკუთარ კლიენტებსა და ტრეიდერებს ექსკლუზიურად მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის, განსაკუთრებულ და უკონკურენტო მომსახურებას სთავაზობს.

შემოთავაზებული მომსახურების თითოეული სექცია ყველაზე გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პერსონალის მიერაა განვითარებული არაერთი ჯგუფისა და დეპარტამენტის დახმარებით.

Pforex-ის სერვისები არაერთი მეთოდისა და სისტემის გამოყენებით მიეწოდებათ ტრეიდერებს.

Pforex წარმოგიდგენთ

საგანმანათლებლო მასალები

ნებისმიერი ინვესტიცია, განსაკუთრებით ფინანსურ ბაზრებზე საკმაოდ დიდ ცოდნასა და შესწავალას საჭიროებს წინასწარ.

შესაბამისად, დიდი მოცულობის ინფორმაციისა და კვლევის არეების არსებობიდან გამომდინარე, ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ ტრეიდერებსა და ინვესტორებს საკმაოდ დიდი დროის გატარება სჭირდებათ ყველა მოთხოვნადი მასალისა და სტატიების შესასწავლად.

Pforex-მა, ფინანსურ ბაზრებზე ძირეული და მნიშვნელოვანი გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე სანდო და ხმოვანი საგანმანათლებლო მასალები გააერთიანა განსხვავებული კატეგორიებისა და სექციების ქვეშ, კერძოდ: საწყისი, საშუალო, მაღალი, პროფესიონალური, დამხმარე და სტრატეგია.

თითოეულ კატეგორიას არაერთი სესია აქვს განსხვავებულ სექციებში, რომელთაც პირდაპირი ან არაპირდაპირი კავშირი აქვთ ფორექსთან და სხვა ფინანსურ ბაზრებთან, ელექტრონული ვალუტიდან R&D დეპარტამენტის მიერ განვითარებულ უნიკალურ და შესაფერის სტრატეგიებამდე.

ვინაიდან, ინვესტირება და ვაჭრობა ფინანსურ ბაზრებზე ყველა ქვეყანაში ხორციელდება, Pforex-ის განათლების დეპარტამენტმა ყველა სესიის თარგმნა განსხვავებულ ენებზე უზრუნველყო 2 ფორმატით: ტექსტისა და ვიდეოს სახით.

საგანმანათლებლო მასალების ვიდეო ფორმატი ინგლისურ და არაბულ ენებზეა ხელმისაწვდომი არაერთი ეკრანული რეზოლუციით, ვიდეო ნაკადის პროვაიდერების მიერ.

საგანმანათლებლო მასალები ტექსტის ფორმატი არაერთ ენაზეა ხელმისაწვდომი, კერძოდ: ინგლისური, რუსული, ქართული, ესპანური, გერმანული, პორტუგალიური, იტალიური, უკრაინული, თურქული, არაბული, მალაიზიური, ინდონეზიური, ჰინდი, იაპონური, ჩინური და კორეული.

საგანმანათლებლო მასალების ვიდეო ფორმატი კი შემოთავაზებულია სუბტიტრებით ზემოთჩამოთვლილ ენებზე.

Pforex-ის განათლების დეპარტამენტი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ფინანსური ექსპერტებითა და ტრეიდერებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც პერიოდულად უახლესი თეორიული სავაჭრო ბაზის მიწოდებას ახორციელებენ სხვა დეპარტამენტებისა და ჯგუფებისათვის მათი სავაჭრო უნარებისა და ინტელექტის გაუმჯობესების მიზნით.

 

30-ზე მეტი ენა

ყველაზე შესაფერისი ფორექს ბროკერები და ბინარული ოფციონის პროვაიდერები

ტრეიდერმა მისი ქვეყნის, სავაჭრო გამოცდილების, უნარების, მეთოდებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით საუკეთესო და მისთვის შესაფერისი ფორექს ბროკერის ან ბინარული ოფციონის მიმწოდებლის ამორჩევა უნდა მოახერხოს.

მსოფლიოს მასშტაბით განსხვავებული პოლიტიკისა და რეგულაციების მქონე უამრავი ბროკერის არსებობიდან გამომდინარე, ტრეიდერისთვის მეტად რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება არსებითი ბაზისა და ინფორმაციის გაერთიანება.

ტრეიდერები ინფორმირებული უნდა იყვნენ ფორექს ბროკერის ან ბინარული ოფციონის პროვაიდერის მიერ მიწოდებული მომსახურების ან პოლიტიკის ნაწილში ნებისმიერი ცვლილების უახლეს დეტალებზე.

Pforex მომხმარებელს ზუსტ და კეთილსინდისიერ ჩანაწერებსა და მიმოხილვას სთავაზობს ფორექს ბროკერისა და ბინარული ოფციონის პროვაიდერების შესახებ მათი მომსახურებისა და დეტალების შესახებ.

საცალო მოვაჭრეებსა და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს სრული და ზუსტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ კონკრეტულ ბროკერებზე მეტად მცირე დროში, რათა მათთვის ყველაზე შესაფერისი ბროკერი შეარჩიონ.

პროფესიონალური მიმოხილვის პარალელურად კომპანიის მიერ შემოთავაზებულია განსაკუთრებული ბონუსები, ვიდეო მიმოხილვები და მომხმარებელთა კომენტარები.

ვიდეო მიმოხილვები შემოთავაზებულია ინგლისურ და არაბულ ენებზე ვიდეო ნაკადის განსხვავებული მიმწოდებლების მიერ.

ბროკერების სრული არქივი

ქეშბეკი და რიბეითი

Pforex-ის მიერ შემოთავაზებული მომგებიანი მომსახურების პარალელურად, ტრეიდერებს მეტი მოგების მიღების შესაძლებლობაც აქვთ ვაჭრობიდან.

ფორექს ბროკერებისა და ბინარული ოფციონის პროვაიდერების უმეტესობა, რომელიც Pforex-ის მიერაა შემოთავაზებული, ტრეიდერების მიერ განთავსებული ორდერებზე არსებული სპრედების ნაწილს ტრეიდერებს უბრუნებს.

ჩვენ მოცემული სპრედის მეტად დიდ ნაწილს ვუზიარებთ კლიენტებს ყოველთვიურად. მოცემული სპრედისა და საკომისიოს განაკვეთი რეალური ანგარიშის პირდაპირ გახსნის ვითარების მსგავსად უცვლელი რჩება კლიენტებისათვის.

ქეშბეკისა და რიბეითის მიღებისათვის, ტრეიდერებმა ჩვენს მიერ მიწოდებული ლინკის მეშვეობით უნდა გახსნან რეალური ანგარიში მათთვის სასურველ ფორექს ბროკერთან და ბინარული ოფციონის პროვაიდერთან.

თუკი თქვენ უკვე გახსენით რეალური ანგარიში შემოთავაზებულ ფორექს ბროკერთან და ბინარული ოფციონის პროვაიდერთან, Pforex-თან შემოერთების მიზნით, თქვენ შეგიძლიათ გადაიტანოთ თქვენი ანგარიში Moving Account სექციაში შესაბამისი პროცედურების დაცვით.

ქეშბეკი 80%

ტექნიკური ანალიზი და სავაჭრო სიგნალი

საფუძვლიანი ცოდნისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების პარალელურად, ფინანსური ბაზრების ტექნიკური ანალიზის ინტენსიური შესწავლის შედეგად, Pforex-ის R&D და ტექნიკურმა დეპარტამენტებმა ყველაზე ზუსტი, თანამედროვე და სანდო ტექნიკური ანალიზი და სავაჭრო სიგნალების გენერატორი განავითარა ფინანსური ბაზრების მეტად ფართო სპექტრზე.

Pforex-ის ბაზრის ანალიზის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული მკაცრი ზედამხედველობის შედეგად, ყველაზე მომგებიანი და სანდო ტექნიკური ანალიზისა და სავაჭრო სიგნალების მიწოდება ხორციელდება არაერთი განსხვავებული მეთოდის გამოყენებით.

ფინანსური ბაზრის მონიტორინგი 24/5

ჩვენს კლიენტებს Pforex-ის ვებგვერდიდან და ალიკაციების მეშვეობით სხვადასხვა მოწყობილობიდან Pforex Member Dashboard-ზეც შეუძლიათ შესვლა, საიდანაც უზრუნველყოფილია მათი წვდომა არაერთ მომსახურებასთან და ინფორმაციასთან.

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates