ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები

0 0 Vote
ინსტრუქტორი

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები

ფორექსის სწავლების მეცამეტე სესია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორექსის პროფესიულ ტრენინგზე ფინანსური ბაზრების შესახებ.

ამ სესიაზე განვიხილავთ ბინარული ოფციონის პროვაიდერს და ხელშეკრულების სახეებს და ასევე დეტალურად განვიხილავთ 24option.com-ს.

24Option

მას შემდეგ, რაც 24option-ის ვებგვერდზე, შეიყვანთ თქვენს სახელს და პაროლს, საშუალება მოგეცემათ იყიდოთ ან გაყიდოთ გამოყენებითი სავაჭრო ოფციონი.

პირველ რიგში, თუ შევხედავთ ზედა მარჯვენა კუთხეს, დაინახავთ სადეპოზიტო ნიშანს, თქვენს სახელს და ანგარიშის ბალანსს.

საბანკო და ჩემი ანგარიშის ღილაკები არსებობს იმ ადამიანებისთვის ვისაც რეალური ანგარიში აქვთ, რათა აკონტროლონ მათი ანგარიში.

არსებობს ასევე სავაჭრო ღილაკი, რომელზეც ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

როგორც ვხედავთ სერვერზე ნაჩვენებია დრო  15:44:08,  2014 წლის 30 მაისი.

გასვლის დრო, როგორც ხედავთ არის 15:50, 15:55.

ასევე აქ ნაჩვენებია მოგების პროცენტული რაოდენობა და სიმბოლო.

აქტივების  გაყიდვის და ყიდვის პროცენტულ მაჩვენებელს თუ შეხედავთ დაინახავთ, რომ ტრეიდერებს მოსწონთ დაუყოვნებლივ გაყიდვა.

თუ გსურთ ბაზრის ანალიზი, თქვენ უბრალოდ უნდა დააჭიროთ ამ ღილაკს, რის შედეგადაც ფანჯარა გაიხსნება, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ნებისმიერი ვალუტის ნებისმიერი დიაგრამა.

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები - 24Option

ნახვის რეჟიმის დაყენება

არსებობს სხვა უფრო სტანდარტული ვარიანტები სრულ ან ნახევარ ეკრანზე.

ასევე არსებობს ისეთი ფუნქციები, როგორიცაა ვერტიკალური და ჰორიზონტალური  დროის დიაპაზონი სხვადასხვა სეგმენტებით, როგორიცაა 1 წუთი, 5 წუთი, 30 წუთი და 1 საათი.

თქვენ შეგიძლიათ გახსნათ სქემა Metatrader-ზე  ბაზრის ტენდენციის ანალიზისთვის შესაფერისი სპოტების გამოსავლენად,  თქვენ შეგიძლიათ შეკვეთის განთავსება ამ ვებგვერდის პლატფორმაზე.

ყველა საჭირო ინფორმაცია, როგორიცაა თავად სქემა  და დახურვის დრო ნაჩვენებია აქ.

მაღალი ან დაბალი

ამ სექციაში არ გვიწევს ოფციონის ყიდვა და გაყიდვა , თქვენ უნდა აირჩიოთ მაღალი ან დაბალი ინვესტიციის რაოდენობა ამ თანმიმდევრობით (პრემიუმი) და დააჭირეთ ყიდვის ღილაკს.

რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეიძინეთ კონტრაქტი უმაღლესი ან უმცირესი  ფასით, მიმდინარე ფასთან შედარებით.

თუ გადავხედავთ გვერდის ქვედა ნაწილს, ოფციონით ვაჭრობა, რომელიც ჯერ კიდევ ღიაა, ამ სექციაში გამოჩნდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არცერთი მათგანი.

შემდგომ მოდის დახურული გარიგებები; იგი გიჩვენებთ წარსულში განხორციელებული ყველა გარიგების ჯამს.

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები - ყიდვის და გაყიდვის ორდერი

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ გარიგებების ისეთი ტიპები, როგორიცაა მაღალი, დაბალი და მოკლევადიანი.

შემდეგი სვეტი გვიჩვენებს, იყო თუ არა სამიზნე ფასი მეტი ან ნაკლები საწყის ფასთან შედარებით.

ამის შემდეგ მოდის აქტივები და თქვენს მიერ არჩეული სიმბოლოები და შემდეგ, თარიღი და ვაჭრობის განთავსების დრო, პრემიუმი, სამიზნე ფასი, ფასის მოქმედების ვადა  და ბოლოს  ვაჭრობის დახურვის დრო (გასვლის დროს), ბოლო სვეტი გვიჩვენებს მოგებას მოცემული შეკვეთიდან.

მაგალითი

მაგალითად, თუ გადავხედავთ პირველ ვაჭრობას (მაღალი და დაბალი), ვაჭრობა მაღლა იწევს; ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ფასი აღემატებოდა 1,37030, ფაქტობრივად ის დაიხურა 1,37037-ზე, ის დაიხურა 7 პიპეტით და ჩვენ მივიღეთ მოგება ამ გარიგებიდან.

თუ ვაწარმოებთ $100 ინვესტიციას და მოვიგებთ $83, ჯამში მივიღებთ $183.

მსგავსი ტიპის ვაჭრობაში, ნებისმიერი მოგება ემატება თქვენ ინვესტიციას.

ხოლო თუ ვაწარმოებთ 50$ ინვესტიციას და ვერ მივიღებთ მოგებას ამ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ მთლიანად 50$.

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები- პრემიუმი

სიგნალი

ახლა კი ვისაუბროთ სიგნალზე.

სიგნალი ეხება მხარეებს მაღალი ინვესტიციით, რომლებსაც შეუძლიათ ამ სექციის გააქტიურება მათი ვაჭრობისა და ბაზრის კონტროლისთვის.

ამ სექციაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ  სხვადასხვა სახის ვაჭრობა, როგორიცაა მაღალი და დაბალი, ერთი შეხება, სასაზღვრო და მოკლევადიანი.

თუ თქვენ აირჩევთ მაღალს და დაბალს, პირველი ოფციონი არის მაღალი ან დაბალი, რაც ნიშნავს, უმაღლეს ან უდაბლეს კონკრეტულ ღირებულებას, რომელიც დაფუძნებულია ფასების ინდექსზე.

მაგალითად, როგორც  ნაჩვენებია, EURUSD საბაზრო ფასი ამ მომენტისათვის არის 1,36097 .

ყიდვის ოფციონი

თქვენ  შეგიძლიათ მაღალი ან დაბალი ბაზრის ფასების ინდექსის არჩევა და ეს ანგარიში დაიხურება; როგორც ხედავთ, დახურვის დროა 16:00.

მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ დაბალი ან მაღალი საბაზრო ფასო თქვენსავე პროგნოზზე დაყრდნობით.

ახლა კი თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თანხა, მაგალითად, $ 50.

იგი გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის მოგებას მიიღებთ.აქ მოცემულია 83%, აქედან გამომდინარე, თუ თქვენი პროგნოზი არის სწორი, მაშინ შეიძლება მიიღოთ $ 91.50 , $ 50, როგორც თავდაპირველი ინვესტიცია  და 41.50, როგორც თქვენი მოგება.

ახლა თუ თქვენ შეიძენთ ამ ოფციონს,  ნახავთ, რომ იგი რეგისტრირებულია ღია გარიგებების განყოფილებაში და ყველა დეტალი ამ ვაჭრობის შესახებ ხელმისაწვდომია თქვენთვის, მაგალითად, როგორიცაა ტრანსაქციის იდენტიფიკატორი, შეძენის დრო და თქვენი არჩევანი.

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები- გადასახადის პროცენტი

მეორე ნაწილია ზემოთა / ქვემოთა სექცია, რომელიც ამ დროისთვის არ არის ხელმისაწვდომი.

გადასახადი პროცენტულად (მოგება) შედარებით მაღალია, ვიდრე მაღალ და დაბალ სექციაში.

ამ დროისთვის მიუწვდომელია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სიმბოლო, გადასახადის რაოდენობა,  220%-დან 360%,-მდე, სამიზნე ფასი და საბოლოოდ გასვლის დრო.

მაგალითად, ამ ხელშეკრულებაში (EURUSD) 1,36179-ზე მეტი სამიზნე ფასი წარმოქმნის 220% გადასახადს.

1,36186 სამიზნე ფასი წარმოქმნის 360% -ს, მაშინ როდესაც 1,36111 სამიზნე ფასი წარმოქმნის 220% გადასახადს.

ვაჭრობა

როგორც ხედავთ, რადგან ვაჭრობა - ზევით და ქვევით შედარებით რთულია, ვიდრე მაღალ/დაბალ სისტემაში, პროცენტული გადასახადი უფრო მაღალია.

მაგალითად, შეგვიძლია ავირჩიოთ ქვემოთ, დავაბანდოთ 50 დოლარი და დავაფიქსიროთ, მაგრამ გახსოვდეთ რომ ეს არის დემო ანგარიში და სანამ ივაჭრებთ თქვენ უნდა გაიაროთ პრაქტიკა და გაანალიზოთ ბაზრის ტენდენცია.

შემდეგი განყოფილება არის შეხება. პირველი ნაწილია - შეხება და არ შეხება. საბაზრო ფასის ინდექსია 1,36114, ჩვენი სამიზნე ფასია 1,36144, თითქმის 3 პუნქტით მეტი.

თუ გვჯერა, რომ  საბაზრო ფასი მიაღწევს სამიზნე ფასს დროის ამოწურვამდე, ჩვენ უნდა ავირჩიოთ შეხება (touch); ხოლო თუ გვჯერა, რომ ის ვერ მიაღწევს სამიზნე ფასს დროის ამოწურვამდე ჩვენ უნდა ავირჩიოთ არ შეხება(no touch).

მაგალითად აქ  ვფიქრობთ, რომ ის მიაღწევს სამიზნე ფასს დროის ამოწურვამდე და ჩვენ ვვაჭრობთ.

High Yield Touch განყოფილებაში, განსხვავება ჩვენს სავარაუდო ფასსა და ბაზრის ინდექსს შორის გაცილებით მეტია. მაგალითად,  გვაქვს  შუალედი თითქმის 14 პუნქტით.

ასევე შესაძლებელია დადგინდეს ექსპირაციის დრო.

თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ  აირჩიოთ ფასის ზრდა ან კლება, ვაბანდებთ 100 დოლარს და ვირჩევთ დაბალ ფასს.

მსგავსი ვაჭრობა შესაძლებელია ნავთობის ბაზარზეც.

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები - პუნქტი

საზღვარი

ამ ოფციონის არხს ორი ფასი აქვს, მიმდინარე ფასთან შედარებით ერთი  მაღალი, ხოლო  მეორე დაბალი. ისევ შესაძლებელია დადგინდეს ექსპირაციის დრო.

თუ ვივარაუდებთ, რომ ფასი იქნება ამ არხის შიგნით, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ in, ხოლო თუ ფასი იქნება  ამ არხის გარეთ დროის გასვლის შემდ ეგ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ out.

ასეთი ტიპის ბინარული ოფციონი ხელსაყრელია სიახლეების გამოქვეყნების დროს.

მაგალითად, ნავთობის ვაჭრობისას,  ჩვენი პროგნოზით, თუ ფასი  ამ არხიდან გავა დროის ამოწურვამდე, ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ Out,  $100 პრემიუმით.

მაღალი საპროცენტო შემოსავლის ზღვარი წარმოქმნის მაღალ გადასახადს, რადგანაც ტრეიდერმა მაღალი ან დაბალი ფასის მიხედვით უნდა განსაზღვროს გარკვეული ღირებულებები დროის ამოწურვამდე.

ბინარული ოფციონის პროვაიდერი და ხელშეკრულების სახეები - მოკლე ვადა

მოკლევადიანი კონტრაქტი

ეს სექცია არის მხარეებისთვის, რომელთაც სურთ,  ვაჭრობა დროის მცირე მონაკვეთში, 30 წამში, 60 წამში, 2 წუთში და 5 წუთში.

ვაბანდებთ $ 50, და ისევ ვაფიქსირებთ. ეს ტიპი განსაკუთრებით სასარგებლოა სიახლეების დროს.

ბევრ ადამიანს უჭირს ფოკუსირება ყველა სიმბოლოებზე, საბედნიეროდ, არსებობს გზა მხოლოდ იმ სიმბოლოების გამოსახვისა, რომელიც გაინტერესებთ და ამისათვის საჭიროა უბრალოდ დააჭიროთ ამ ოფციონის ხელმისაწვდომობის ღილაკს.

ნებისმიერი ძირითადი ვალუტა და საქონელი შეიძლება შეირჩეს თქვენთვის.

ეს ხელს შეუწყობს  პლატფორმის მწარმოებლობას.

სიმბოლოებს შეზღუდულ რაოდენობას შეუძლია გაზარდოს პლატფორმის სიჩქარე.

არსებობს რა თქმა უნდა სხვა ვებგვერდები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ მომავალში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე საიმედო არის 24option.com.

დამატებითი ინფორმაციისათვის თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ანგარიშის გასახსნელად  შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და ჩვენ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით.

ამით სრულდება მიმდინარე სესია.

მომავალ შეხვედრამდე.

კავშირი და შეტყობინებები

გთხოვთ ეწვიოთ მე-13 სესიას: Binary option Providers and Different Contracts Financial Video Tutorial-ის სექციაში, რათა Binary option Provider and Contract Types-ს ვიდეოს ფორმატში უყუროთ.

Binary option Providers and Different Contracts-ის ვიდეოს ნახვა PForex YouTube Channel-ზე შეგიძლიათ.

PForex საგანმანათლებლო მასალები როგორც ტექსტური, ასევე ვიდეო ფორმატით PForex-ის განათლების დეპარტამენტის მიერ განვითარდა, რათა ინვესტორების ცოდნა და სავაჭრო უნარები განევითარებინა.

 მაღალი რისკებისა და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობის გამო, ტრეიდერებმა საკუთარი ცოდნა და უნარები უნდა განავითარონ.

შესაბამისად, ტრეიდერებისთვის რისკისა და კაპიტალის მენეჯმენტის გამოყენებაა რეკომენდირებული ვაჭრობის დროს.

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates