მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები

8 1 Vote
ინსტრუქტორი

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები

ფორექსის სწავლების მეშვიდე სესია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორექსის პროფესიულ ტრენინგზე ფინანსური ბაზრების შესახებ.

ამ სესიაზე განვიხილავთ მარეგულირებელ ინსტიტუტებს და სანდო საბროკერო კომპანიებს, საბროკერო ანგარიშების პირობებს, ასევე სხვადასხვა სახის ანგარიშების არჩევას ტრანზაქციის მოცულობაზე დაყრდნობით.

მარეგულირებელი ინსტიტუტები

არსებითად, როდესაც ვირჩევთ ბროკერს მთავარ როლს მისი რეპუტაცია თამაშობს.

  მარეგულირებელ ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბროკერების ლიცენზიებს ეწოდებათ მარეგულირებელნი.

ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია საფონდო ბაზართან კონტროლდება საფონდო და ობლიგაციების მარეგულირებელი ორგანიზაციების მიერ.

ყველა საჯარო და კერძო ბროკერი მუშაობას მარეგულირებელი ორგანიზაციის მიერ გაცემული ლიცენზიით იწყებს.

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები - ბროკერების პოლიტიკა

NFA, FCA, CYSEC

 მარეგულირებელი ინსტიტუტები გვთავაზობენ  ლიცენზიებს კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ ფინანსურ ბაზრებზე მთელს მსოფლიოში.

მსგავსი ინსტიტუტებია, მაგალითად:

NFA (ნაციონალური ფიუჩერსული ასოციაცია), რომელიც დაკავშირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები - NFA

FCA (ფინანსური რეგულაციის მართვა), რომელიც დაკავშირებულია ინგლისსა და ევროკავშირთან

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები - FCA

CySEC(კვიპროსის ფასიანი ქაღალდების კომისია), რომელიც დაკავშირებულია კვიპროსსა და ევრო კავშირთან.

ყოველ სახელმწიფოს აქვს საკუთარი მარეგულირებელი ინსტიტუტები, რომლებიც სთავაზობენ ბროკერებს ლიცენზიებს და მონიტორინგს უწევენ მათ მოქმედებებს.

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები - ვალუტის საკომისიო

რეგულირებადი საბროკერო კომპანიები

მარეგულირებლები მონიტორინგს უწევენ ტრანზაქციებს, გარიგებებს, ინვესტორებსა და ბროკერებს შორის ქმედებებს, რათა თავიდან აიცილონ რაიმე რეგულირების დარღვევა.

ზოგიერთი რეგულირებადი ბროკერი, რომელსაც აქვს ლიცენზია არის FXPRO, IRONFX, HOTFOREX და ICM ბროკერები.

480-ზე მეტი ვებ-საიტი მოქმედებს ფინანსურ ბაზრებზე მთელს მსოფლიოში.

ყოველ თვე რამდენიმე ბროკერი ემატება სიას და რამდენიმე აკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარე ყურადღებით უნდა იყოს ბროკერის არჩევისას.

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები -  FXPro ვებგვერდი

შესაძლებელია სასურველი ბროკერის არჩევა „ლიცენზირებული ბროკერების“ ვებ-საიტზე, და ასევე ძალაში მყოფი ინფორმაციის შემოწმება.

უმეტესი ვებ-საიტები მსგავსი ორგანიზაციების, ინფორმაციას ლიცენზიის შესახებ განათავსებენ ერთსა და იმავე გვერდზე.

ზოგიერთ ბროკერს, როგორიც არის IRONFX, აქვს განსხვავებული რეგულაციები კლიენტთა დიდი რაოდენობის გამო.

მათ მთელს მსოფლიოში აქვთ ოფისები.

მათი გვერდის ბოლოს, შეგიძლია ნახოთ სხვადასხვა ტიპის ლიცენზიები, რომელსაც ფლობენ და მოითხოვენ.

როგორ ავირჩიოთ ბროკერი

იმისათვის, რომ სწორად ავირჩიოთ ბროკერი, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პუნქტები.

ბროკერი უნდა იყოს რეგულირებადი და ჰქონდეს მოქმედი ლიცენზია მარეგულირებლისგან.

ბროკერი უნდა იყოს  აქტიური მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აქტიურად უნდა  მუშაობდეს ბაზარზე  5 წლის განმავლობაში.

ბროკერი საკმარისად სანდო უნდა იყოს, რათა შეგეძლოს დატოვო მასთან გარკვეული კაპიტალი სავაჭროდ.

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები- ბროკერები

ბროკერს უნდა ჰქონდეს აბონენტთა მომსახურების ხელმისაწვდომი სპექტრი, ისევე, როგორც პირდაპირი სატელეფონო ხაზით მომსახურება, რათა შეძლოთ მასთან  მარტივად დაკავშირება.

მათ უნდა ჰქონდეთ  გადახდის სხვადასხვა მეთოდები, განსაკუთრებით, დაბალი საპროცენტო განაკვეთით.

მათ უნდა ჰქონდეთ ძალიან მარტივი შეთანხმება კაპიტალის გატანის და შესაძლო გასატანი კაპიტალის ლიმიტის შესახებ.

უნდა დარწმუნდეთ, რომ გესმით ანგარიშიდან თანხის გატანის პირობები, რომელსაც ბროკერი გთავაზობთ.

კარგ ბროკერს უნდა ჰქონდეს პლატფორმა მისაღები სიჩქარით, ფასის შეუცვლელად თუნდაც არასტაბილურ ბაზარზე.

ზოგიერთი ბროკერი კლიენტს არ აძლევს უფლებას განათავსოს შეკვეთა არასტაბილურ ბაზარზე.

ბროკერი უნდა იყოს პატიოსანი და გამჭვირვალე ბიზნესში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბროკერს არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია ან დარღვევა მოგების ან სხვა საქმიანობის რეგულაციის წინააღმდეგ, მათ ასევე უნდა ჰქონდეს კმაყოფილი კლიენტთა ბაზა.

თუ თქვენი ბროკერი აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ კრიტერიუმებს, თქვენ სწორი არჩევანი გააკეთეთ.

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები - რისკი

ანგარიშის შერჩევა

ახლა კი დროა ავირჩიოთ სწორი ანგარიში.

ბევრი რამ უნდა გავითვალისწინოთ ანგარიშის არჩევისას.

თქვენ უნდა იცოდეს, მინიმალური საჭირო დეპოზიტი სავაჭრო ანგარიშის გასახსნელად, ასევე თქვენი სავაჭრო მეთოდის გათვალისწინებით ხელმისაწვდომი ლოტის რაოდენობა გარკვეული სავაჭრო ანგარიშისთვის.

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები- მინიმალური დეპოზიტი

რა არის ყველაზე მაღალი და დაბალი ლევრიჯი, რომელსაც ბროკერი გვთავაზობს ?

რომელ სიმბოლოებს გვთავაზობს ბროკერი ?

რამდენ და როგორი ტიპის ანგარიშებს გვთავაზობს ბროკერი, მაგალითად, როგორიც არის ფიქსირებული ანგარიში, მცურავი ანგარიში, ECN ანგარიში, STP ანგარიში ან, NDD ანგარიში.

შეთავაზებული ანგარიშები სვოპით არის თუ სვოპის გარეშე ?

არჩეული ანგარიში თანხვედრაშია სავაჭრო სტრატეგიასთან, რომელსაც ტრეიდერი იყენებს ?

სავაჭრო ანგარიში გრძელვადიანია თუ მოკლევადიანი ?

ბროკერები უმეტესად გთავაზობენ გრძელვადიან და საშუალოვადიან  ვაჭრობებს; თუმცა აუცილებელია, რომ ანგარიშის გახსნამდე შეამოწმოთ გთავაზობთ თუ არა ბროკერი მოკლევადიან ვაჭრობას, რომელიც ცნობილია როგორც scalping.

ანგარიშმა უნდა უზრუნველყოს ჰეჯირება.  გარკვეული გარიგებები მოითხოვს ჰეჯირებას რომელიც ბლოკავს მარჟას.

ზოგიერთი ბროკერი, როდესაც თქვენ ყიდით და ყიდულობთ ერთდროულად, ხსნის მარჟას, რომელიც მარტივად გაძლევთ საშუალებას აწარმოოთ სხვა ვაჭრობა.

მაგრამ სხვები ბლოკავენ მარჟას გარკვეულ თანხაზე ჰეჯირებული ვაჭრობისას.

ანგარიში შესაძლებელია სასურველი ლოტების რაოდენობის მიხედვით აირჩეს.

მარეგულირებელი ინსტიტუტები და სანდო საბროკერო კომპანიები - სპრედის რაოდენობა

პირველი ტიპის ანგარიშია ნანო ან ცენტ ანგარიში, მინიმალური სავაჭრო ლოტით 1000 ან 0.001

როგორც ადრე განვმარტეთ, როდესაც ვვაჭრობთ აშშ დოლარზე დაფუძნებული ანგარიშით, მოგება არ არის მნიშვნელოვანი და იწვევს ბევრ ღია ბრძანებას.

ეს ანგარიშები განკუთვნილია ტრეიდერთათვის, რომლებიც აწარმოებენ ბევრ ღია გარიგებას ერთდროულად, როგორც წესი, 100-ზე მეტს.

ტრეიდერებს  ჩვეულებრივ ანგარიშზე შეაქვთ 10-დან 200 დოლარამდე.

გარდა ამისა, ეს ანგარიშები მომგებიანია ტრეიდერთათვის, რომლებიც ტესტავენ გარკვეულ სტრატეგიებს ან ექსპერტებს.

მეორე ტიპის ანგარიშია მიკრო ან მინი ანგარიში.

მინიმალური სავაჭრო ლოტის რაოდენობაა 0.01. მოსახერხებელია დამწყებთათვის, რომელთაც სურთ მაღალი პუნქტებით (pip) და მაღალი რისკით ვაჭრობა.

მხარეები ანგარიშზე რიცხავენ 50-დან 200 დოლარამდე.

მესამე ტიპის ანგარიშია სტანდარტული ანგარიში.

ლოტის რაოდენობა იწყება 0.01-დან.

პროფესიონალი ტრეიდერები და ინვესტორები კარგი შემოთავაზებით ირჩევენ სტანდარტულ ანგარიშს.

მინიმალური საინვესტიციო თანხაა 1000 დოლარი.

ამით სრულდება სესია.

მომავალ შეხვედრამდე.

 

კავშირი და შეტყობინებები

გთხოვთ ეწვიოთ მე-7 სესიას: Reliable Regulatory Institutions and Trustworthy Brokerages Financial Video Tutorial სექციაში, რათა Regulatory Institutions and Reliable Brokerages-ს ვიდეოს ფორმატში უყუროთ.

Reliable Regulatory Institutions and Trustworthy Brokerages-ს ვიდეოს ნახვა PForex YouTube Channel-ზე შეგიძლიათ.

PForex საგანმანათლებლო მასალები როგორც ტექსტური, ასევე ვიდეო ფორმატით PForex-ის განათლების დეპარტამენტის მიერ განვითარდა, რათა ინვესტორების ცოდნა და სავაჭრო უნარები განევითარებინა.

 მაღალი რისკებისა და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობის გამო, ტრეიდერებმა საკუთარი ცოდნა და უნარები უნდა განავითარონ.

შესაბამისად, ტრეიდერებისთვის რისკისა და კაპიტალის მენეჯმენტის გამოყენებაა რეკომენდირებული ვაჭრობის დროს.

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates