ტრენდის სახეობები და დონეები -მხარდაჭერა და წინააღმდეგობა

ტრენდის სახეობები და დონეები

0 0 Vote
ინსტრუქტორი

ტრენდის სახეობები და დონეები

ფორექსის სწავლების ოცდამეორე სესია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორექსის პროფესიულ ტრენინგზე ფინანსური ბაზრების შესახებ.

ამ სესიაზე განვიხილავთ ტრენდის სახეობებს, აღმავალ და დაღმავალ ტრენდებს, წინააღმდეგობისა და მხარდაჭერას, დონეებს, სავაჭრო არხს, და ასევე განვიხილავთ ტრენდის გარღვევას.

ტრენდი

ტრენდი გვიჩვენებს ფასის მოძრაობას პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში.

მხარდაჭერა

დონე ან მონაკვეთი, რომელიც მხარს უჭერს ტრენდის მოძრაობას.

წინააღმდეგობა

დონე ან რეგიონი, სადაც ტრენდი მიდრეკილია საწინააღმდეგო მოძრაობისკენ.

დონე

დონე არის ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც წარმოიქმნება ტექნიკური ანალიზისას.

მაგალითად, წინააღმდეგობის დონე გარდაიქმნება მხარდაჭერის დონედ, როდესაც რეგიონი იკვეთება საჭირო საბაზრო ფასით.

იაპონურ სანთლებზე, აღმავალი ტრენდის დროს, თუ სანთელი სრულად ჩამოყალიბდა წინააღმდეგობის დონის მაღლა, შემდეგი სანთელი უნდა ჩამოყალიბდეს წინა სანთელთან შედარებით მაღლა.

მხოლოდ ამაზე დაყრდნობით გარდაიქმნება წინააღმდეგობის დონე მხარდაჭერის დონედ, ამ კონკრეტულ მაგალითში.

ტრენდის სახეობები და დონეები - წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები

ტრენდის სახეობები

აღმავალი ანუ ხარის ტრენდი (Uptrends or Bullish trends)

აღმავალი ტრენდი ცნობილია, როგორც ხარის ტრენდი.

ხარი თავდასხმისას თავს ქვემოთ წევს, რასაც მოჰყვება მკვეთრი სვლა ობიექტისკენ.

მსგავსი  მანერები ახასიათებს აღმავალ ტრენდს.

მხარდამჭერის ხაზი აღმავალი ტრენდის დროს წარმოიქმნება ახალი და ძველი ფასების მაჩვენებლების შეერთებით.

მოსალოდნელია, რომ ტრენდი განაგრძობს მიმდინარე მიმართულებით სვლას.

წინააღმდეგობის ხაზი ხარის ტრენდის დროს წარმოიქმნება მნიშვნელოვანი მწვერვალების შეერთებით, რომელსაც საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, იწვევს აღმავალი ტრენდის ვარდნას.

დონეები ჰორიზონტალურ, ველების ან მწვერვალების შემაერთებელ ხაზებს წარმოადგენს, აღმავალი ან დაღმავალი ტრენდის დროს.

გადავხედოთ მაგალითებს MT4 პლატფორმაზე.

AUSUSD სიმბოლოზე, ფასის ვარდნის მიუხედავად, გარდამავალი ტრენდი ყალიბდება.

ველების ხაზებით შეერთებით, აღმავალი ტრენდი ყალიბდება.

ფასმა მიაღწია წინააღმდეგობის ხაზს, რომელმაც შეცვალა ტრენდის მიმართულება, და ფასი კვლავ მიუახლოვდა წინააღმდეგობის დონეს.

ყოველ ჯერზე, როდესაც ბაზრის ფასი უახლოვდება წინააღმდეგობის ხაზს, ტრენდის მიმართულება იცვლება.

საბოლოოდ, წინააღმდეგობის ხაზი გადაიკვეთა და რამდენიმე სანთელი წარმოიქმნა ხაზის ქვემოთ, რასაც მოჰვა მკვეთრი დაცემა.

ბაზრის ფასი დროებით წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზებს შორის წარმოქმნილ დერეფანში მოექცა.

ფასმა გადაინაცვლა 0.93538 დონეზე.

ტრენდის სახეობები და დონეები- ფასის მოძრაობა

მიუხედავად ფასის უწყვეტი კლებისა AUSUSD სიმბოლოზე, აღმავალი ტრენდი შეიძლება მოინახოს.

მხარდაჭერის ხაზი ველების შეერთებით შეიძლება აიგოს, ხოლო წინააღმდეგობის ხაზი მწვერვალების შეერთებით.

ფასი მიუახლოვდა მხარდაჭერის ხაზს რამდენჯერმე.

დონები შეიძლება განთავსდეს გარკვეული ფასებზე, სადაც ტენდენცია მერყეობდა არაერთხელ.

ტრეიდერი უნდა იყოს მოქნილი და თავშეკავებულად ააგოს ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტური მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები და დონეები.

დონე შეიძლება განთავსდეს ფასის რხევების რეგიონის გათვალისწინებით, ტრეიდერს შეუძლია მარჯვენა ღილაკზე დაჭერით გახსნას ჰორიზონტალური ხაზი თვისებები სასარგებლო მოდიფიკაციისთვის.

დონე შეიძლება შეიცვალოს სქელი ხაზით.

დონის ზუსტი ადგილი უნდა განისაზღვროს, სადაც იგი უფრო მეტ ზეგავლენას ახდენს ფასზე,  განსაკუთრებით დროის ბოლო პერიოდში.

დაღმავალი ანუ დათვის ტრენდი

დაღმავალი ტრენდი ანუ დათვის ტრენდი მომდინარეობს დათვის ქვემოთ მიმართული მოძრაობისგან, როდესაც სურს მოწინააღმდეგის განადგურება.

მხარდაჭერის ხაზი დათვის ტრენდზე შეიძლება ჩამოყალიბდეს ფასის ტალღების მწვერვალების დაკავშირებით, რომელიც ზეგავლენას ახდენს ფასის ვარდნაზე.

წინააღმდეგობის ხაზი შეიძლება აიგოს ველების დაკავშირებით, სადაც ტრეიდერები ელოდებიან ბაზრის ფასის რევერსულ მიმართულებას, აღმავალ ტრენდს.

ტრენდის სახეობები და დონეები -ტრენდის მიმართულება

Range ტრენდი

Range ტრენდი არის ხაზი, რომელიც იგება მერყევ ბაზარზე, რომელსაც არ გააჩნია უწყვეტი მიმართულება ან მუდმივი მოძრაობა ზევით ან ქვევით.

USDJPY სიმბოლოზე არსებობს გარკვეული დათვის ტრენდები, სადაც ტრეიდერს შეუძლია ააგოს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები.

შეიძლება რამდენიმე არარეგულარული და ასიმეტრიული ნიმუშები წარმოიქმნას.

წინააღმდეგობის და მხარდაჭერის ხაზები შეიძლება იყოს ციცაბო ფორმის, სადაც ფასი მკვეთრად მცირდება.

ტრეიდერებს შეუძლიათ განათავსონ მხარდაჭერის დონე მწვერვალებზე და წინააღმდეგობის დონე ველების დაკავშირებით.

წინააღმდეგობის დონე გარდაიქმნა მხარდაჭერას ხაზად, მას შემდეგ, რაც სანთლებმა გადაკვეთეს.

იქმნება მრავალი დაღმავალი ტრენდი სხვადასხვა ფერდობებითა და ფორმით.

წინა მაგალითისგან განსხვავებით, აქ შეიმჩნევა კიდევ ერთი ვარდა ზომიერი ფერდობით, რომელიც შეიძლება გაანალიზდეს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების აგებით.

მხარდაჭერის ხაზი აკავშირებს ფასის ტალღების მწვერვალებს, ხოლო წინააღმდეგობის ხაზი ველებს.

ტრეიდერს შეუძლია ააგოს გარკვეული მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები Range ტრენდზე, თუმცა, ეს იქნება ჰორიზონტალური ხაზები.

მას შემდეგ, რაც ტრეიდერი ააგებს მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზებს ამ ტრენდზე, ტრეიდერს შეუძლია გააცნობიეროს, რომ ფასი გადავიდა არხში ყოველგვარი მკვეთრი უწყვეტი ან ქვემოთ მიმართული მოძრაობის გარეშე.

ფასი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს და შემცირდეს.

მაგალითად, ფასი მერყეობდა Range ტრენდში, სხვადასხვა ფერდობებზე.

განახლება

ტრეიდერმა ყოველთვის უნდა განაახლოს დონეების ადგილმდებარეობები, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები გრაფზე მაღალი ეფექტურობისთვის.

ტრენდის სახეობები და დონეები- დათვისა და ხარის ნიმუშები

არხი

ფასის სიმეტრიული გადაადგილებას მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზებს შორის არხი ეწოდება.

მაგალითად, ტრეიდერს შეუძლია ნახოს არხი აღმავალ ტრენდზე, სადაც ფასი იზირდება ზომიერად, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზებს შორის რყევასთან ერთად.

მხარდაჭერის ხაზები შეიძლება დაიხვეწოს განახლებისას.

ამ მაგალითში მხარდაჭერის ხაზი შეიძლება შედგეს ორ ველს შორის, და მომდევნო საბაზრო ფასის ცვლილების შემდეგ, ტრეიდერს  შეუძლია მხარდაჭერის ხაზის მოდიფიცირება შემდეგი ველის გათვალისწინებით.

მხარდაჭერის ხაზი შეიძლება შეიცვალოს რამდენჯერმე.

დონე და მხარდაჭერის გარღვევა

ზუსტად განსაზღვრული გარღვევა არის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი.

მხარდაჭერის ან წინააღმდეგობის ხაზები და დონეები შეიძლება გადაკვეთოს ფასმა რამდენჯერმე, თუმცა, გარღვევა იშვიათად ხდება.

დათვის ტრენდისას, თუ სანთელი სრულად ჩამოყალიბდა მხარდაჭერის ხაზის ზემოთ, და მას მოჰყვა კიდევ ერთი სანთელი, მოხდა გარღვევა. მიიჩნევენ, რომ პირველი სანთელი უნდა გადაკვეთოს მაქსიმუმ 5 სანთელმა.

თუ წინააღმდეგობის ხაზი სრულად გადაკვეთა სანთელმა და შემდეგი სანთელი ჩამოყალიბდა წინა სანთელთან შედარებით უფრო ქვემოთ, წინააღმდეგობა გაირღვა.

ტრენდის სახეობები და დონეები - დათვისა და ხარის საბაზრო ფასი

ხარის ტრენდისას, თუ სანთელი წინააღმდეგების ხაზის ზემოთ მდებარეობს და მას მოჰყვება სანთელი შედარებით მაღალი ფასით, მაშინ წინააღმდეგობის ხაზი ირღვევა ტრენდის მიერ.

მხარდაჭერის ხაზი უნდა გადაიკვეთოს ტრენდის მიერ და სანთელი სრულად უნდა ჩამოყალიბდეს მხარდაჭერის ხაზის ქვეშ და მას მოჰყვეს ნაკლები ღირებულების სანთელი, ასეთ შემთხვევაში მხარდაჭერის ხაზი ირღვევა.

 უფრო ხელსაყრელია გარღვევის ახსნა  MT4 პლატფორმის გამოყენებით.

პირველ მაგალითში, არ წარმოიქმნება გარღვევა  1 აპრილამდე, სადაც ფასი არღვევს  მხარდაჭერის ხაზს ხარის ტრენდისას,  და ვარდნა გრძელდება. მეორე მაგალითი გარღვევის დონეს ეხება.

თუ დონე იგება 101.28-ზე, ნათელია, რომ 27 მარტს, სანთელი მთლიანად ჩამოყალიბდა ამ დონეზე და მას მოჰყვა შედარებით მაღალი სანთელი.

ფასმა ჩაიარა თანმხვედრი და საპირისპირო მიმართულებით.

უფრო მეტიც, ეს დონე რამდენჯერმე გადაიკვეთა და შემდეგ მოჰყვა შეთანხმებულად მოძრავი სანთლები.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი სანთელი გადაიკვეთოს სხვა სანთლებით,  რომელიც გვიჩვენებს, რომ ფასის ტენდენცია გრძელდება იმავე მიმართულებით.

პატარა სანთელი ჩამოყალიბდა დონის ქვეშ, მაგრამ მომდევნო სანთელმა არ გადაკვეთა პირველი, აქედან გამომდინარე, ფასი დაუბრუნდა თავდაპირველ დონეს.

ტრენდის სახეობები და დონეები- გარღვევა წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზებს შორის

ასე რომ ტრეიდერს შეეძლო განეთავსებინა ყიდვის ბრძანება გარკვეულ სპოტზე, სანთლის ზემოთ, რომელმაც გადაკვეთა გარღვევა.

და კიდევ ერთი მაგალითში, გაყიდვის ბრძანება, შეიძლება განთავსებულიყო გარკვეული სანთლის ქვეშ.

მზარდი ტრენდის მაგალითში, თუ  ტრეიდერი ააგებს მხარდაჭერის ხაზს, პირველი სანთელი გადაკვეთს მხარდაჭერის ხაზს, მაგრამ სხვა სანთელი არ ფორმირდება პირველზე დაბლა, ეს ნიშნავს, რომ ფასი დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს.

ტრეიდერმა უნდა განაახლოს მხარდაჭერის ხაზი საბაზრო ფასთან შეთანხმებით.

თუმცა, გარღვევა ზოგჯერ არ ხდება, მაგრამ ტრეიდერი ყოველთვის ანახლებს ხაზებს ბოლო ველის ან მწვერვალების გათვალისწინებით წარმატებულ გარღვევამდე.

ამით სრულდება სესია.

მომავალ შეხვედრამდე.

კავშირი და შეტყობინებები

გთხოვთ ეწვიოთ 22-ე სესიას: Introduction to Trends and Levels Financial Video Tutorial-ის სექციაში, რათა Types of Trends and Levels-ს ვიდეოს ფორმატში უყუროთ.

Introduction to Trends and Levels-ის ვიდეოს პოვნა PForex YouTube Channel-ზე შეგიძლიათ.

PForex საგანმანათლებლო მასალები როგორც ტექსტური, ასევე ვიდეო ფორმატით PForex-ის განათლების დეპარტამენტის მიერ განვითარდა, რათა ინვესტორების ცოდნა და სავაჭრო უნარები განევითარებინა.

 მაღალი რისკებისა და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობის გამო, ტრეიდერებმა საკუთარი ცოდნა და უნარები უნდა განავითარონ.

შესაბამისად, ტრეიდერებისთვის რისკისა და კაპიტალის მენეჯმენტის გამოყენებაა რეკომენდირებული ვაჭრობის დროს.

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates