ხარის, დათვის ფარული დევერგენცია-ფინანსური სავაჭრო სიგნალები

ხარისა და დათვის ფარული დევერგენცია

0 0 Vote
ინსტრუქტორი

ხარისა და დათვის ფარული დევერგენცია

ფორექსის სწავლების ორმოცდამესამე სესია

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ფორექსის პროფესიულ ტრენინგზე ფინანსური ბაზრების შესახებ.

ამ სესიაზე განვიხილავთ ხარისა და დათვის ფარულ დევერგენციას.

ფარული დივერგენცია (Hidden Divergence)

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ტრეიდერები  არ განიხილავენ არის ფარული დივერგენცია.

ფარული დივერგენცია ყალიბდება ბაზრის ტენდენციასთან შეთანხმებით, რითაც იგი მიუთითებს ბრძანების განთავსებისთვის  შესაფერის ფასზე.

დივერგენციისა და კონვერგენციისაგან განსხვავებით, მიზანშეწონილია ბრძანების განთავსება ფარულ დივერგენციაზე დაყრდნობით.

მრავალი პრაქტიკის შემდეგაც კი რთულია ფარული დივერგენციის აღმოჩენა გრაფზე, აქედან გამომდინარე, ტრეიდერთა უმეტესი ნაწილი არ იყენებს მას.

ხარისა და დათვის ფარული დევერგენცია - სავაჭრო სიგნალები

ფარული დივერგენცია ხარის ტრენდზე:  თუ ბოლო ველი წინა ველთან შედარებით მაღალია ბაზრის ტრენდზე, და ბოლო ველი უფრო დაბალია ვიდრე ადრე ფორმირებული ველი ოსცილატორზე, მაშინ ფარული დივერგენცია ყალიბდება ხარის ტრენდზე.

ფარული დივერგენცია დათვის ტრენდზე: თუ ბოლო მწვერვალი დაბალია მის წინ მდებარე მწვერვალზე და ბოლო მწვერვალი უფრო მაღალია ვიდრე ადრე ფორმირებული მწვერვალი ოსცილატორზე, მაშინ ფარული დივერგენცია ყალიბდება დათვის ტრენდზე.

MACD, RSI და AO არის საუკეთესო ოსცილატორები ფარული დივერგენციის აღმოსაჩენად.

ტრეიდერს შეუძლია ჩამოტვირთოს გაუმჯობესებული AO  PForex.com-დან.

ხარისა და დათვის ფარული დევერგენცია -  გაყიდვის ბრძანება, დაღმავალი ტრენდი

ტრეიდერებს შეუძლიათ AO ოსცილატორის განთავსება ბილ უილიამსის ოფციიდან.

ტრეიდერს შუეძლია 0 დონის არჩევა AO თვისებების ფანჯრიდან.

მაგალითად, არსებობს გარკვეული ბაზრის ტრენდის ექვივალენტი მწვერვალები 0 დონეზე მაღლა AO გრაფიკზე.

თუ მწვერვალები დაკავშირებულია ტრენდის ხაზით, ბაზრის გრაგიკზე ხაზს აქვს დაღმავალი მიმართულება, ხოლო ხაზს AO გრაფიკზე აქვს აღმავალი მიმართულება.

ამდენად ფარული დივერგენცია ჩამოყალიბდა მოცემულ რეგიონში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დაღმავალ ტრენდზე თითოეული მწვერვალის ფორმირების შემდეგ, ბაზარის ტრენდს გააჩნია საკმარისი პოტენციალი შემდგომი შემცირებისთვის.

კიდევ ერთი ფარული დივერგენციის მაგალითი ხარის ტრენდზე.

ბაზრის ველები და AO ოსცილატორი დაკავშირებულია ტრენდის ხაზით, რომელსაც აქვს აღმავალი მიმართულება ბაზარზე, ხოლო AO გრაფიკზე დაღმავალი მიმართულება.

ხარისა და დათვის ფარული დევერგენცია - მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეები

მოცემული ფარული დივერგენცია ადასტურებს ზრდის ტენდენციას.

ამ აღმავალ ტრენზე რამდენიმე მცირე შემცირების შემდეგ ჩამოყალიბდა აღმავალი ტრენდი ძლიერი პოტენციალით.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელია აღმოაჩინო ფარული დივერგენცია, იგი გვიჩვენებს დიდ შესაძლებლობას წარმატებული ბრძანებების განთავსებისთვის.

მოცემული მაგალითები აიგო ხელით, თუმცა, AO ხელმისაწვდომი PForex.com-დან ავტომატურად ხაზავს ფარულ დივერგენციებს.

ტრეიდერს შეუძლია შეცვალოს დროის მონაკვეთები. მაგალითად, ფორმირდა ხელსაყრელი სპოტი ბრძანების განსათავსებლად, რომლის იდენტიფიცირება რთულია.

კიდევ ერთი მაგალითი ფართო სპექტრით, ფარული დივერგენცია ჩამოყალიბდა, რომლის აღმოჩენაც AO ოსცილატორის გამოყენების გარეშე შეუძლებელი იყო.

ოქროს გრაფიკზე, 2001 წლიდან 2014 წლამდე ფარული დივერგენცია ჩამოყალიბდა, რომელიც ავტომატურად იქნა აღმოჩენილი AO ოსცილატორის მიერ.

შესაძლებელია სხვა მაგალითების  შესწავლა, რათა განავითაროთ ბაზარზე ფარული დივერგენციის აღმოჩენის უნარი.

ტრეიდერებს შეუძლიათ დააკავშირონ ფარული დივერგენცია სხვა ნიმუშებთან და პირობებთან, რათა აღმოაჩინონ სათანადო წერტილები.

 სასარგებლო შენიშვნები ტრეიდერთათვის:

  • ზოგიერთ რევერსიულ ნიმუშს, როგორიცაა თავი და მხრები, ორმაგი მწვერვალი და ფსკერი, სამმაგი მწვერვალი და ფსკერი, შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ფარული დივერგენცია წარმატებული ბრძანების განთავსებისთვის.ხარისა და დათვის ფარული დევერგენცია - ორმაგი მწვერვალი და ფსკერი
  • გაჯერებულ ყიდვასა და გაყიდვას შეუძლია დაადასტუროს ფარული დივერგენციიდან მიღებული სასურველი ბრძანება.
  • ფარული დივერგენცია ადასტურებს, რომ ტრეიდერმა  უნდა განათავსოს ბრძანება, რომელსაც აქვს ბაზრის ტენდენციასთან შეთანხმებული მიმართულება.
  • თუ არსებობს მოკლე რევერსული სვინგი ხანგრძლივ ტენდენციაზე, მაშინ შეიძლება გამოვიყენით ფარული დივერგენცია ბრძანებების განსათავსებლად, რომელთაც აქვთ ბაზრის ტენდენციასთან შეთანხმებული მიმართულება.
  • მუდმივ სანთლებს შეუძლიათ დაადასტურონ ფარული დივერგენციის სიგნალები.
  • ფიბონაჩის ნიმუშები შეიძლება გამოყენოთ ფარული დივერგენციის სიგნალების დასადასტურებლად.
  • მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზები შეიძლება გამოვიყენოთ ფარული დივერგენციის სიგნალების დასადასტურებლად.

ამით სრულდება სესია.

მომავალ შეხვედრამდე.

კავშირი და შეტყობინებები

გთხოვთ ეწვიოთ 43-ე სესიას: Introduction to Bullish and Bearish Hidden Divergence Financial Video Tutorial-ის სექციაში, რათა Divergence and Convergence-ს ვიდეოს ფორმატში უყუროთ.

Introduction to Bullish and Bearish Hidden Divergence-ის ვიდეოს პოვნა PForex YouTube Channel-ზე შეგიძლიათ.

PForex საგანმანათლებლო მასალები როგორც ტექსტური, ასევე ვიდეო ფორმატით PForex-ის განათლების დეპარტამენტის მიერ განვითარდა, რათა ინვესტორების ცოდნა და სავაჭრო უნარები განევითარებინა.

მაღალი რისკებისა და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობის გამო, ტრეიდერებმა საკუთარი ცოდნა და უნარები უნდა განავითარონ.

შესაბამისად, ტრეიდერებისთვის რისკისა და კაპიტალის მენეჯმენტის გამოყენებაა რეკომენდირებული ვაჭრობის დროს.

კომენტარები

Copyright © 2011-2021 PFOREX.COM | Professional Forex School | Cashback and Rebates