იჩიმოკუს სავაჭრო სტრატეგია
მოცემული სავაჭრო ნიმუში სანთლის გრაფიკის ნიმუშის საფუძველზე განვითარდა, რათა მოახდინოს მეტად სანდო და ზუსტი ფასის პროგნოზირება.
იაპონელმა ჟურნალისტმა 30 წელზე მეტი მოანდომა მოცემული ტექნიკის განვითარებასა და გაუმჯობესებას.
იჩიმოკუს სავაჭრო ნიმუში 5 ხაზს მოიცავს: Tenkan-Sen, Kijun-Sen, Senkou-Span A, Senkou-Span B და Chikou-Span.
თითოეული ეს ხაზი შესაძლოა გამოთვლილ იქნეს განსაზღვრული ფორმულით განსხვავებული მეთოდებითა და მახასიათებლებით.
Tenkan-Sen და Kijun-Sen ყველაზე ხშირად ერთად გამოიყენება საბაზრო ფასის მომავალი მიმართულების პროგნოზირებისათვის.
Senkou-Span A და B ავითარებს არეს, რომელსაც იჩიმოკუს ღრუბელი (კუმო-იაპონურად) ეწოდება.
Senkou-Span A და B სტატუსის შესაბამისად, კუმოს ფერი იცვლება.
თუკი Senkou-Span A, Senkou-Span B-ს მიღმა მდებარეობს, ის მწვანე ფერის იქნება, რომელიც უფრო ძლიერ აღმავალ მიმართულებაზე მიანიშნებს.
მეორე მხრივ, თუკი Senkou-Span B Senkou-Span A-ზე მაღლაა, კუმოს ღრუბელი წითელ ფერს მიიღებს, რომელიც უფრო ძლიერ დაღმავალ მიმართულებაზე მიუთითებს.
Chikou-Span თავის მხრივ ჩამორჩენილი ხაზია, რომელიც წინა ფასის მოძრაობის საფუძველზე ვითარდება, რათა ტრენდის მიმართულება წარმოაჩინოს.
მოცემული ძლიერი ნიმუშიდან რიგი სავაჭრო სიგნალების გენერირებაა შესაძლებელი.
ჩვენი ბაზრის ანალიზის გუნდი ყველაზე სწორ და სანდო სავაჭრო სიგნალებს წარმოადგენს, იჩიმოკუს სავაჭრო ნიმუშის სხვადასხვა ტექნიკისა და ალგორითმის გამოყენებით.