რა არის ღერძის წერტილები?
ღერძის წერტილები არსებული სავაჭრო დღის მხარდამჭერი და წინააღმდეგობრივი ხაზების აღმოჩენას ახდენს გარკვეული ფორმულის გამოყენებით, რომელიც თავის თავში გასული დღის დახურვის, მაღალი და დაბალი ფასების ანალიზს მოიცავს.
ბევრი წლის განმავლობაში ტრეიდერები ღერძის წერტილებს დღის განმავლობაში მომავალი ფასების პროგნოზისა და განმტკიცებისათვის იყენებდნენ.
ზოგადად, 3 მხარდამჭერი და წინააღმდეგობის ხაზის განსაზღვრაა შესაძლებელი. არაერთი ღერძის წერტილის ტიპი არსებობს განსხვავებული მოპოვების მეთოდით: კლასიკური, ფიბონაჩის, ვუდის, კამარილა და დემარკის.
ფიბონაჩის ვერსია ფიბონაჩის ისეთ დონეებს იყენებს, როგორიცაა 0.386 და 0.618 განსაზღვრულ ფორმულაში, რათა მხარდამჭერი და წინააღმდეგობის ხაზების მიღება შეძლოს.
დახურვის ფასს ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ღერძის წერტილების წუდის ნიმუშზე აქვს. დემარკის ნიმუში დახურვისა და გახსნის ფასებს შორის ურთიერთობას იყენებს.
კამარილა მეტი მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ხაზების იდენტიფიცირებას გარკვეული ფორმულიდან ახდენს, რომელშიც შემდგომ მხარდაჭერასა და წინააღმდეგობას მეტი გავლენა აქვს საბაზრო ტრენდზე.
ძირის ღერძის წერტილი შემდგომი მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის ზღვრის დასადგენად, ერთი მხრივ, მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეს იყენებს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა შესასვლელ საშუალებებს.
ღერძის წერტილების სავაჭრო სტრატეგია
რამდენიმე სავაჭრო მეთოდი არსებობს, რომელიც ღერძის წერტილებს იყენებს
ტიპი I
ურთიერთგადაფარული ღერძის წერტილები: თუკი განსხვავებული ღერძის წერტილების დონეები ერთმანეთს ფარავს, ფორმირდება მეტად ძლიერი მხარდაჭერის/წინააღმდეგობის დონეები, რომელზეც რევერსული სანთლის ნიმუშები ვაჭრობისთვის შესაბანის წერტილებს გამოყოფს
ტიპი II
ღერძი დივერგენცია/კონვერგენციით: ღერძის წერტილებს, რომლებიც არსებულ ფასთან ახლოსაა, მეტად ძლიერი გავლენა აქვს საბაზრო ფასის მიმართულებაზე თუკი Overbought/Oversold ვითარება გამოჩნდება და ინდიკატორის.ოსცილატორის დონე ტრენდის ხაზით გადაიკვეთება.